ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ

news
ავტ.: news მაისი 24, 2016 12:10

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ.

“შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას.
ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

19 მაისს, სოფელ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიასა და ე.წ. მესაზღვრეეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთმა “მესაზღვრემ” რაშიდ კანჯიოღლიმ, გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

news
ავტ.: news მაისი 24, 2016 12:10