ალექსანდრ სირსკი – კუპიანსკის მიმართულებით ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

კუპიანსკის მიმართულებაზე ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ძალები მაღალი ინტენსივობის შეტევას აწარმოებენ და ახდენენ ახალი რეზერვების მობილიზებას, – ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ტელეგრამ-არხში დაწერა.

ალექსანდრ სირსკის თქმით, მოინახულა სამხედრო დანაყოფები, რომლებიც კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვას უზრუნველყოფენ.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.

სირსკის ცნობით, მან მოისმინა მეთაურების ანგარიშები და ოპერატიული თათბირები გამართა, რა დროსაც განხილული იყო მოწინააღმდეგის მოქმედების სავარაუდო სცენარები დაზვერვის მონაცემების გათვალისწინებით.

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო
შემდეგი სტატიადავით ევგენიძე: ვის ეუბნებიან რუსეთუმეს მე, მაცაცო სეფისკვერაძეს და მარიკა კვალიაშვილს?!