ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა.

კანონის თანახმად, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებული იქნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით. შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში კი მასობრივი გამოსვლა არასანქცირებულად ჩაითვლება

ამავე კანონით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში კი მათ სანქციები დაუწესდებათ.

ცვლილებები კანონში გამოქვეყნებიდან 1 თვეში შევა ძალაში.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების მოთხოვნით განაცხადი მიიღო
შემდეგი სტატიაგოლეთიანი – თუ ჰესის მშენებლობის პროცესი ხეობაში გრძელდება, მაშინ ამ პირობებში დიალოგს რა აზრი აქვს