“ეს მშვენიერია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება”,-ასე გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს.
დუგინმა თავის Telegram არხზე აქტიურად “გააშუქა” თბილისში, გუშინ გამართული აქცია, ციტირებს კობახიძის ფრაზებს და წერს:
“საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბოლო დროს საქმეები უკეთესობისკენ წავიდა და არა გაუარესებისკენ. და ამას არც მათ და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა, ვიღაცისთვის საქმეები გაცილებით გაუარესდეს. და სწრაფად, ძალიან, რათა ვიღაც უარეს დღეში ჩავარდეს. მტრები, რა თქმა უნდა” – დაწერა დუგინმა.














