ალექსანდერ ვერშბოუ: ნატოს მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით

“ნატო მზად არის საქართველოსა და უკრაინაში გაფართოებისთვის?-პასუხი არის ის, რომ არა – ნატო მზად არ არის. არც საქართველო და უკრაინა არიან მზად. ორივე ქვეყანას აქვს პროგრესი წევრობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ეს ნატოსთვის მაინც ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე მგონია, რომ რუსეთმა მიმდინარე კრიზისის გამოწვევით ნატო ჩააყენა იმ პოზიციაში, რომ მან ღია კარის პოლიტიკა მტკიცედ დაადასტუროს, ალიანსს სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ 2008 წლის დეკლარაცია დაიცვას და თქვას, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება, და უკრაინა და საქართველო ერთ დღეს მასში შეაბიჯებენ. პუტინმა ნატოს უბიძგა საკუთარ პოლიტიკაზე უფრო მკაფიო პოზიცია შეემუშავებინა. ამით გაწევრიანების ვადებზე არსებული გაურკვევლობა არ იცვლება, მაგრამ ის ილუზია, რომ რაღაცნაირად რუსეთის მართვას შევძლებთ ნატოს გაფართოების დაყოვნებით, ადვილად მოსაყვანი არგუმენტი აღარ იქნება”-ამის შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ალექსანდერ ვერშბოუმ.

banner
წინა სტატიაში„საყდრისის კომიტეტის“ საგანგებო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს და სამეცნიერო წრეებს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა