11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ალექსანდარ ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს

“სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, 10 ივლისამდე ან სექტემბრიდან წლის ბოლომდე ჩატარდეს”,- თქვა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

სერბული მედიის ცნობით, მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კომპეტენტური სახელმწიფო ინსტიტუტი “მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღებს.

პრეზიდენტი ვუჩიჩი ქვეყანაში მიმდინარე მრავალთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და დაძაბულობის ფონზე სერბებს დაჰპირდა, რომ ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავდა. თუ არჩევნები წლის ბოლომდე არ ჩატარდება, ეს ავტომატურად პირობის დარღვევა იქნება, რადგან სერბეთში გეგმური საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაTikTok ფინეთში მეორე, მილიარდი ევროს ღირებულების მონაცემთა ცენტრს ააშენებს