ალეპოსთვის: მსოფლიოს 26 ქალაქში სირიაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა

wx600_954809მსოფლიოს 26 ქალაქში სირიის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები სირიაში ომის დასრულებას მოითხოვდნენ.

ბერლინში მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტისგან ასადის მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვდნენ. “ის, ვინც ტერორისტებს ებრძვის, საავადმყოფოებს არ ბომბავს” – თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ. სტამბოლში დემონსტრანტებმა ალეპოს სიტუაცია ჰოლოკოსტს შეადარეს. ლონდონში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩები მოიარეს.
“ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, რომელიც კაცობრიობის წინააღმედ დანაშაულში მონაწილეობს, რადგანაც ის ხედავს, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები სირიაში ასადის, ირანელებისა და რუსების მიერ, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი შეაჩეროს, ეს ნიშნავს, რომ ისიც დანაშაულის მონაწილეა” – თქვა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენის სკანდალური აღიარება და ფარული ჩანაწერები
შემდეგი სტატიალიბორისტული პარტია განცხადებას ავრცელებს