ალეპოში საომარი მოქმედებები აღდგა

სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არსებობდა, საომარი მოქმედებები ისევ აღდგა – სირიელი და რუსი დამკვირვებლები ადასტურებენ.
საომარ მოქმედებებში იყენებენ მძიმე ტექნიკას – “ფრანს პრესი” წერს საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით. მისი თქმით, დაშავებულთა და დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის. სირიის სახელმწიფო ტელევიზია 6 გარდაცვლილზე ავრცელებს ინფორმაციას.
ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობს ავიაციაც. “მიდის მძიმე დაბომბვები… ეტყობა, სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა” – ცენტრის ხემძღვანელი რამი აბდულრახმანი ამბობს. დღესვე დილით გავრცელდა, რომ ალეპოდან 5992 ადამიანია ევაკუირებული. სირიის ცენტრის თანახმად, იარაღი 366 ადამიანმა დადო. ევაკუაციის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ სირიაში ამბოხებულები იარაღს დადებენ და დასავლეთ ალეპოს დატოვებაზე თანახმა არიან. მოგვიანებით ჩურკინმა თქვა, რომ ალეპოში საომარი მოქმედებები დასრულდა. რუსი სამხედროების ცნობით, ალეპოს 98%-ს სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ქალაქში დაახლოებით 2 ათასი მეომარია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდ საფრთხეებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიანიდერლანდმა ალეპოში შექმნილი სიტუაციის გამო ირანისა და რუსეთის ელჩები გამოიძახა