ალეპოში რუსეთის მოქმედებები შესაძლებელია სამხედრო დანაშაულად შეაფასონ

14694911_658896147603909_1602275738_nევროკავშირმა მწუხარება გამოთქვა იმ ავიადარტყმების გამო, რომელსაც რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოში ანხორციელებს – ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ საიტი ავრცელებს.
“რეჟიმისა და მისი მოკავშირეების ოპერაციის დაწყებიდან, ძირითადად რუსეთის გამო, დასავლეთ ალეპოს ავიადარტყმების ინტენსიურობა და მასშტაბი აშკარად დისპროპორციული გახდა, ჰოსპიტელების, სამედიცინო პერსონალის, სკოლების და აუცილებელი ინფრასტრუქტურის განზრახ დაბომბვებმა, ასევე კასეტური და ქიმიური იარაღის გამოყენებამ კონფლიქტის კატასტროფული ესკალაცია გამოიწვია, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა, მათ შორის ქალებსა და ბავშვებში და ამის გამო, მათი მოქმედება, შესაძლებელია, სამხედრო დანაშაულს გაუთანაბრდეს” – ნათქვამია პრეს-რელიზში.
დღესვე რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში, განაცხადა, რომ ევროკავშირს და ბრიტანეთს რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას არ განიხილავს, სირიის ალეპოსთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირის შიდა პოლიტიკის უმაღლესი კომისრის ფრედერიკა მოგერინის განცხადებით, ზომები შესაძლებელია ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიიღონ.
მოგერინის თქმით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების შემოღების შესახებ წინადადება არ დასმულა, შესაბამისად, ის არ განიხილება. “თუმცა, სანქციები იქნება სირიის რეჟიმის წინააღმდეგ და მას ჩვენ, ცხადია, განვიხილავთ. სავარაუდოდ, სანქციები გაფართოვდება” – თქვა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულთან ნავთობის ჭაბურღილებს ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატიამოგერინიმ ალეპოში ჰუმანიტარული პაუზა დაადასტურა