ალეპოში ბოევიკები სირიის არმიას ბარდებიან

111 (1)ალეპოში, სხვადასხვა დაჯგუფების ბოევიკები სირიის არმიას ბარდებიან – როგორც ოფიციალური სირია ავრცელებს, ორი დღის მანძილზე ათობით მეომარმი ჩაბარდა.
ისინი გადაგდაზავნილი არიან სპეცსამსახურებში, სადაც აუცილებელ პროცედურებს გაივლიან ამნისტიის მისაღებად.
“ახალი ამბების ფედერალურმა სააგენტომ”, საკუთარ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ბოევიკები სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადადიან გახსნილი ჰუმანიტარული კორიდორების მეშვეობით და იარაღს ყრიან.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ბოევიკები, რომლებიც იარაღს დაყრიან, ამნისტირებული იანებიან.
ალეპოში გუშინ რუსეთმა სამი კორიდორი მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის გახსნა და ერთი ბოევიკებისათვის.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბაგრამიანის პროსპექტი მავთულხლართებით გადაკეტა
შემდეგი სტატია(video) კრისტინა აგილერას კონცერტზე ქართული სიმღერა შესრულდა