ალეპოში ავიარადტყმების შედეგად ორი საავადმყოფო დაზიანდა

10ალეპოში ავიადარტყმების შედეგად ორი საავადმყოფო М1 და М10 სერიოზულად დაზიანდა – ისინი წყლის და კომუნიკაციის გარეშე დარჩნენ. დარტყმები დღეს დილით განხორციელდა.
М10 საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აბუ რაჯაბმა განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოებების გამო უკვე ორი პაციენტი დაიღუპა. მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზიანდა რეანიმაციის განყოფილება.

დილით, სირიელმა მფრინავებმა “კონცენტრირებული დარტყმები” განახორციელეს ალეპოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, კერძოდ კი, ქალაქ ხუან ტუმანზე, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებული.

ბაშარ ასადის სამთავრობო არმიამ ქალაქ ალეპოზე შეტევის ოპერაცია დაიწყო, კერძოდ კი, იმ რაიონებში, სადაც სირიელი ამბოხებულები არიან.
ასადის არმია ოთხი მიმართულებით მიემართება. ოპერაციას წინ, რამდენიმე დღის მანძილზე, საჰაერო დარტყმები უძღოდა, რომლის შედეგადაც 260 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ალეპოში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანია დარჩენილი. ქალაქისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელი გახდა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით,”ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის ორგანაზიცია 40-მდე ადამიანმა დატოვა
შემდეგი სტატიაჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციას ტაიფუნი “მეგი” დაატყდა თავს (ვიდეო)