ალეპოში ათასობით ადამიანი ყინვაში ევაკუაციას ელოდება

ალეპოში, დაახლოებით 0 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაში ათასობით ადგილობრივი ევაკუაციის მოლოდინშია. სირიის მთავრობის წარმმადგენლებმა დღეს დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი შეთანხმების თანახმად, ევაკუაცია დაიწყება.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები მშვიდობიანი მოქალაქეების სასწრაფოდ გამოყვანას ითხოვენ. რამდენიმე კვარტალში სიტუაცია კატასტროფულია, იქ მყოფებს, ფაქტობრივად, არანაირი სამედიცინო დახმარება არა აქვთ, დარჩენილ ექიმებს კი საფრთხოს გამო ეშინიათ – “ექიმები საზღვრებს მიღმა” ავრცელებს.
ზუსტად ძნელია გარკვევა, რამდენი ადამიანი დგას გარეთ სიცივეში ევაკუაციის მოლოდინში – გერმანიის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა კრისტიან იოენმა განაცხადა. მისი თქმით, ექიმებს იმ ადამიანებამდე მისვლა არ შეუძლიათ.
დღეს დილით გავრცელდა, რომ სირიელმა ამბოხებულებმა და სამთავრობო ჯარებმა ალეპოს აღმოსავლეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს – დღეს ტელეარხ “ალ-არაბიას” ოპოზიციონერმა ამბოხებულმა ალ-ფაკურ აბუ ბაქრმა განუცხადა.
ევაკუაცია იმის გამო შეჩერდა, რომ ასადის ჯარებს შიიტური სოფლებიდან ალ-ფუა და კეფრაია ხალხის გამოყვანა არ უნდოდათ – ახლა ამ საკითხზე უკვე მიღწეულია შეთანხმება. გარდა ამისა, ლიბანის საზღვრიდან დაჭრილ მეომრებს გამოიყვანენ და აღმოსავლეთ ალეპოდან სრულად მორჩება ხალხის და მეომბერის ევაკუაცია.

banner
წინა სტატიაშიაშშ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერზე ინფორმაციისთვის ჯილდოდ 25 მილიონს აწესებს
შემდეგი სტატიამოჰამედ ალის წერილი ნელსონ მანდელას აუქციონზე გაიყიდა