ალეპოში ამბოხებულების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

სირიის ალეპოში უკვე დაიწყეს შეიარაღებული ამბოხებულების ევაკუაცია – სირიის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით “ბიბისი” ავრცელებს. თავდაპირველად, ევაკუაცია გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და ქალაქში ისევ დაიწყო საომარი მოქმედებები.
“დასავლეთ ალეპოდან შეიარაღებული ხალხის გამოსვლის ოპერაციის ორგანიზება უკვე დაიწყო” – “როიტერსი” ავრცელებს. იგივე ინფორმაციას ფლობს “ასოშეითედ პრესი”.
რუსეთის შერიგების ცენტრში ოპერაციის დაწყება დაადატურეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სირიის მთავრობა ჩაბარებულ ამბოხებულებს უსაფრთხოებას ჰპირდება.

ამბოხებულების გამოყვანაში 20 ავტობუსი და 10 სასწრაფო დახმარების მანქანა მონაწილეობს. ისინი სპეციალურ კორიდორში იმოძრავებენ ქალაქ იდლიბის მიმართულებით.
ჯერჯერობით მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშისოხუმში ხაჯიმბას მხარდამჭერი მიტინგი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგერმანიამ ავღანეთში მიგრანტების პირველი ნაკადი გაადეპორტა