„ალეპოს ჯალათი“ მხედველობიდან გაქრა – ის ორი კვირაა არსად გამოჩენილა“ – უკრაინული მედია

რუსი გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, მეტსახელად „ალეპოს ჯალათი“, მხედველობიდან გაქრა. ის არსად გამოჩენილა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც იწვევს ვარაუდს, რომ ის აღარ არის უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების სათავეში. ამის შესახებ უკრაინული მედია The New York Times-ზე დაყრდნობით წერს.

დვორნიკოვი დაინიშნა მეთაურად, რათა გაეუმჯობესებინა რუსული არმიის პოზიცია. მან თანამდებობა აპრილის პირველ ნახევარში დაიკავა.

როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა, დვორნიკოვი ფარულად მოხსნეს სარდლობისგან. მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ცდილობდა ქვედანაყოფების ერთობლივი მუშაობის დამყარებას, სტრატეგიულ წარმატებას ვერ მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი – ნებისმიერი დამატებითი მექანიზმი, რომელიც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს დაეხმარება ევროინტეგრაციის დაჩქარებაში, იქნება მისასალმებელი და აუცილებლად განვიხილავთ
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს