ალეპოელი ექიმები ობამას დახმარებას სთხოვენ

ექიმთა ჯგუფი სირიის ქალაქ ალეპოდან აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 250 ათასი ადგილობრივი მოქალაქის დახმარებას სთხოვს.
როგორც წერილშია აღნიშნული, რომელსაც ხელი 29 ექიმმა მოაწერა, თუკი ავიადარტყმები საავადმყოფოებზე არ შეჩერდება, ერთ თვეში რეგიონში არც ერთი სამედიცინო დაწესებულება არ დარჩება.
ექიმები ობამას ალეპოში არასაფრენი ზონის დამყარებას სთხოვენ, ანუ, დაბომბვების სრულიად შეწყვეტას.

მედიკოსების თქმით, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე სირიაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზე 42-ჯერ განხორციელდა თავდასხმა.
“ორი კვირის წინ ოთხი ახალდაბადებული დაგვეღუპა იმის გამო, რომ აფეთქების შედეგად ჟანგბადის მიწოდება შეუწყდათ მათ კამერებს” – აღნიშნულია წერილში.

“ჩვენ არ გვჭირდება ცრემლები, სიმპათიები ან ლოცვა: ჩვენ ალეპოს თავზე მხოლოდ მშვიდობიანი ზონა გვჭირდება, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა, რომ ალეპოში მეტჯერ ვეღარ მოხვდნენ ამბოხებულები”.

ადრე რუსეთმა გაავრცელა, რომ ყოველდღიურად 10.00-დან 13.00 საათამდე საომარი მოქმედებები წყდება, რომ ჰუმანიტარული კორიდორებით ხალხმა გადაადგილება შეძლოს.
გაეროს თქმით, 3 საათი არ არის საკმარისი ხალხის დასახმარებლად და ცეცხლი მინიმუმ 48 საათით უნდა შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ ალეპოს დასავლეთ ნაწილში ამბოხებულები ისევ გამაგრებული არიან. უკანასკნელ დღეებში რაიონში ბრძოლა განახლდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის შეტანის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაკუდ-ის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი – ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდეგ შალვა თათუხაშვილმა მითხრა, სამი “ტრუპი” ავიკიდეთო