ალეპოდან 7 წლის გოგონას “ტვიტერი”, რომელმაც მსოფლიო შეძრა

33შვიდი წლის ბანა ალაბედმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრო-ბლოგზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანზე მას წიგნი უდევს, მაგიდაზე კი თოჯინა დევს. “დილა მშვიდობისა ალეპოდან. მე ვკითხულობ, რომ ომზე არ ვიფიქრო” – ასეთი წარწერა გაუკეთა გოგონამ ფოტოს.

სირიაში სიდიდით მეორე ქალაქში სისხლისმღვრელი ომი არ წყდება. ისინი, ვინც ქალაქშია დარჩენილი, ამბოხებულებისა და ასადის არმიის მიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ – ყველა მათგანი ყოველ წუთს საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის – “ბიბისი” ავრცელებს.

ბანა საკუთარ “ტვიტერზე” ინგლისურად წერს. მას დედამისი ეხმარება, ინგლისური ენის მასწავლებელი. ის ალეპოს დასავლეთ ნაწილში ცხოვრებაზე ყვება – ქალაქის ამ ნაწილში ამბოხებულები არიან.

გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ის თავის ხუთი წლის და სამი წლის ძმებთან, მოჰამედთან და ნურომთან ერთად არის – ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: “სანამ თვითმფრინავები არ მოფრენილან, ძმებთან ერთად ვხატავ. ჩვენ მშვიდობა გვინდა დავხატოთ”.
“ბომბი მეზობელ შენობას დაეცა. ნებისმიერ დროს შეიძლება ის ჩვენს სახლსაც დაეცეს და ჩვენ მოვკვდეთ” – წერს გოგონა ერთ-ერთ ტვიტში – რუსული და სირიული ძალები ალეპოს რეგულარულად ბომბავენ.
უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ბანის გვერდს @alabedbana ათასობით მიმდევარი გაუჩნდა – “ბიბისი” წერს.

32

“მან ყველაფერი ნახა. ნახა, როგორ მოკლეს მისი მეგობრები, როგორ დაიბომბა ჩვენი სახლი, ნახა, როგორ დაიბომბა მისი სკოლა. ეს ყველაფერი მასზე მოქმედებს” – ამბობს ფატიმა, გოგონას დედა.
“მეშინია, რომ ბომბი დღეს ღამით მოგვკლავს. ბომბი მომკლავს” – წუხელ დაწერა ბანამ.

 

გუშინ, 2 ოქტომბერს, მსოფლიოს 26 ქალაქში სირიის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები სირიაში ომის დასრულებას მოითხოვდნენ.

ბერლინში მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტისგან ასადის მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვდნენ. “ის, ვინც ტერორისტებს ებრძვის, საავადმყოფოებს არ ბომბავს” – თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ. სტამბოლში დემონსტრანტებმა ალეპოს სიტუაცია ჰოლოკოსტს შეადარეს. ლონდონში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩემი მოიარეს.
საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” მსოფლიო აქციას “ალეპოსათვის” უერთდება.

 

31 3 alepo-taimeri

banner
წინა სტატიაშიპაპი ფრანცისკე: საქართველო ჩემთვის აღმოჩენა იყო, მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი – პატრიარქი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჩემგან საჯარო კრიტიკა არ მოაკლდება