ალეპო: თავგანწირული ბრძოლები ასადის აკადემიისათვის

14895468_667894850037372_403372051_oუკვე მეოთხე დღეა ალეპოში გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს, სადაც მიუხედავად რუსული ავიაციის გამუდმებული დარტყმებისა, ოპოზიციურმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ბაშარ ასადის ძალებს შეუტიეს.
სირიული და სხვა არაბული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე გააფრთებული ბრძოლები ალეპოში ასადის აკადემიის გამო გაიმართა… 14 საათიანი თავგანწირული ბრძოლა, იმ სამხედრო აკადემიის გამო, რომელიც ბაშარ ასადის მამის ჰაფეზ ასადის სახელს ატარებს, აღება-დაკავება, ოპოზიციური ძალების მიერ პრესტიჟის საქმედ იქცა და გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს, აკადემიაზე კონტროლის დაწესების შესახებ მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ.
როგორც სირიის პროასადური წყაროები იტყობინებიან, ოპოზიციური ძალების მხრიდან აკადემიისთვის სამი მიმართულებიდან ,,გრადებით,, ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ქვემეხებით განხორციელებული მასობრივი დაბომბვის მიუხედავად, ასადის აკადემია ასადის მომხრეთა ხელშია… სხვა ინფორმაციას ავრცელებენ სააგენტოები ოპოზიციურ ძალებზე დაყრდნობით, რომლებიც აკადემიიდან, რომელიც ალეპოს დასავლეთის მხარეს ზემოდან გადაჰყურებს და საბრძოლო თვალსაზრისითაც სტრატეგიული მდებარეობაც აქვს, ასადის მომხრეების განდევნას ადასტურებენ.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: არჩევნებზე დამდგარი შედეგი რეალური, პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ეს წინასწარ გათვლილი გვქონდა
შემდეგი სტატიააპოკალიფსური სცენები თურქეთის ქურთულ ქალაქში… შირნაკი