წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება: “წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება
კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება” -წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში.


















