6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ალენ ბერსე: ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებით, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები.

ბერსეს განცხადებით,  არასათანადო მოპყრობა არასდროს არის გამართლებული.

“ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ”, – წერს ალენ ბერსე.

ინფორმაციისთვის,  წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიკახა გულედანი: მხოლოდ დღგ-ს განაწილების პრინციპით, 2025 წელს 2 მლრდ ლარზე მეტი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლების შესაბამის მაჩვენებელს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ციხიდან წერილს ავრცელებს