ალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 28, 2016 15:50

ალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი

მანანათბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის კომენტარს ასაჯაროვებს, რომელიც მანანა კობახიძემ ელისაშვილს ერთ-ერთ პოსტზე დაუწერა: “ალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი (ასე ვფიქრობ თანაც კანონიერად ჯიგარო) და გული მიგრძნობს, შავ დღეში ჩავარდები ჯიგარო”.

ელისაშვილი კომენტარის ფოტოს ავრცელებს და შემდეგ წარწერას ურთავს: “ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა: 1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა კობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ? 2. და რაც მთავარია საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე” – წერს ელისაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 28, 2016 15:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics