ალეკო ელისაშვილს ნატა ფერაძე მხარს აღარ უჭერს

„პარტიზანი მებაღეების“ ხელმღვანელი ნატა ფერაძე, რომელიც ალეკო ელისაშვილის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა, აცხადებს, რომ საკუთარ არჩევანში დაეჭვდა.

„აი ხომ უნდა მოახერხო, ასეთი მოტივირებული ამომრჩეველი ბოლო კვირას გადაუწყვეტელად მაქციო?კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო, რომ საქმის არმცოდნე პოპულისტს ვუჭერდი მხარს. პოლიტიკა კი არასოდესაა იდეალური და ყველასთვის მოსაწონი, ყველა აუცილებლად არჩევნებზე, ხმა ვინმეს, მაგრამ არა ოცნებას! სახლში დარჩენა – კალაძის ხმებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ქალაქის საბოლოო მოკვლის თანამონაწილე ვიქნებით“, – აცხადებს ნატა ფერაძე.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივლისის თვეში ნატა ფერაძე თავისთავს ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერად მოიხსენიებდა.

“ამ არჩევნებზე პირველად ვარ ასე, გულით ჩართული, არ მიწევს ორჭოფობა და გამონაკლისის მეთოდით არჩევანის გაკეთება უარესებში უკეთესისა. მე ვარ ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერი, თან მხურვალე მხარდამჭერი და ვთვლი, რომ ეს იქნება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება “ქართულ ოცნებაზე” – აცხადებდა ნატა ფერაძე.

banner
წინა სტატიაშიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობა- სახალხო დამცველის ანგარიში
შემდეგი სტატიაკიევში რადას შენობასთან ოთხი ადამიანი დაშვდა