ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორიზმს ედავება, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ალეკო ელისაშვილს ტერორიზმს ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. ინტერესების დამცველის თქმით, აღნიშნული ბრალი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული არის აბსურდი.

“ახლა მოგვეცა საშუალება, გავცნობოდეთ ბრალის დადგენილებას. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ალექსანდრე ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას. რა თქმა უნდა, ალექსანდრე ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს. ის აღიარებს ქმედებას და არა ბრალს, ამ შემთხვევაში და არათუ იმ დანაშაულს. დანაშაული მას ამ შემთხვევაში არ აქვს ჩადენილი და ის გამოხატავდა, ეს იყო უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა.

რაც შეეხება ტერორიზმს, ეს არის აბსურდული. მანამდე იყო დაწყებული 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1 ა პუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე, თუმცა, როგორც ჩანს, არ ეყოთ ეს სანქცია და გადაუკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით, რომელიც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს გენერალური პროკურატურა, ამ ეტაპზე”, – თქვა მან.

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ არაბული ქალაქების პროექტის შეწყვეტას ითხოვს და მასშტაბურ აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა