ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

“შეიძლება არასერიოზულად გამოიყურებოდეს, როცა ამ მოწვევის საკრებულო სამ კვირაში ასრულებს თავის მუშაობას, მაგრამ მაიძულეს, რადგან საკრებულო ერთი ადამიანის ბეჭდის დამრტყმელ ორგანოდ იქცა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე უკვე დაწერა.

ალეკო ელისაშვილი მოუწოდებს როგორც საკრებულოს ოპოზიციას, ასევე ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებს, მიბაძონ მის საქციელს.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიათბილისის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა