ალეკო ელისაშვილი:ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს

ალეკო ელისაშვილ

ალეკო ელისაშვილ“ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს,”- ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და აშკარაა. ელისაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ს ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ კი მიხეილ სააკაშვილი იყენებს.

“ხელისუფლების კვალი იკვეთება. აქ არის ორი რამ. წლების განმავლობაში რუსთავი 2-ზე ძალიან გაცოფებული ვიყავი იმიტომ, რომ რუსთავი 2 არ იყო სოლიდარული. ახლა ის დროა, როდესაც შემიძლია ხელები ვიფშვნიტო და ვიძახო, რომ აი აი თქვენთაც
ხომ მოვიდა და თქვენც ხომ შარში ხართ. ეს არც ქრისტიანულია, არც ადამიანური, არც მოქალაქეობრივი და არ სახელმწიფოებრივი. თუ ყოველ ჯერზე არასოლიდარულები და შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა ქვეყანა.

გუშინდელის გამო მე თითოეულ თქვენთაგანს გიცხადებთ სოლიდარობას, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლები იყვნენ და არიან კიდეც. მითუმეტეს როცა დავინახე, რომ ერთის მხრივ ეს შეპყრობილი კაცი, რომელიც უცხო ქვეყნის დიდი ტერიტორიის გუბერნატორია, არის შეპყრობილი რევანშიზმით და სასაბარზნე ხორცად უნდიხართ თითოეული თქვენგანი და მეორეს მხრივ ხელისუფლება. არც ისეთი მიამიტები და გოიმები ვართ, რომ დავიჯეროთ, რა თქმა უნდა ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს. ხელისუფლება იგივე შეცდომას უშვებს, რასაც წინა ხელისუფლება სააკაშვილი უშვებდა. პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი პირდაპირ კანცელარიიდან იმართებოდა, მაგრამ ხომ არ უშველა ხომ წააგო არჩევნები? სააკაშვილი თვითკრიტიკული, რომ ყოფილიყო და გაეანალიზებინა შეცდომები დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა. ქართულმა ოცნებამ ამაზე დასკვნა ვერ გამოიტანეს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსთავი 2 არის მთავარი პრობლემა.

ეს რომ პოლიტიკური პროცესია ხომ ერთმნიშვნელოვანია. ეს რომ პოლიტიკური პროცესი არ ყოფილიყო და ურთმელიძეზე ზეწოლა არ ყოფილიყო, ხომ იქნებოდა თვითაცილება. ადამიანი, რომ იტყვის დედა ოჯახის წევრი არ არისო იმან რა გადაწვყეტილება უნდა მიიღოს ან როგორ უნდა ენდო,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე გიგა ბოკერიას პასუხობს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:”მე შევაგინებდი დედას ურთმელიძეს, მაგრამ არ მიუვა, არ ცნობს დედას”