ალეკო ელისაშვილი:”ჩანჩურა კაცი, უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი

ალეკო ელისაშვილ

ალეკო ელისაშვილ“ჩანჩურა კაცი, უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი” – ასე შეაფასა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა არჩევანში მოსამართლე თამაზ ურთმელიძე. ალეკო ელისაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებთან პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ხელისუფლებები წინა ხელისუფლებების შეცდომებზე ვერ სწავლობენ. საკრებულოს დეპუტატის კრიტიკა ქიბარ ხალვაშსაც შეეხო.

„2015 წელი შე დალოცვილო 2004 რაღაც წაგართვეს 11 წელი არქივში იჯექი თუ რას შვებოდი,“ – ასე მიმართა ელისაშვილმა ქიბარ ხალვაშს.

„ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც აქ ცხოვრება გვინდა, გააჩერეთ ეს პროცესი, ნუ აჯანჯღარებთ, თორემ ჯანჯღარს გაჩვენეთ, არ გამოგვიყვანოთ ასი ათასობით ადამიანი. ორი კვირაა ვსაუბრობთ აბა შევარდებიან თუ არ შევარდებიან. ბებია თქვენისა რა, მოეშვით ამ ყველაფერს. ასევე მინდა ნაციონალურ მოძრაობას მივმართო, თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: დიახ, სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის
შემდეგი სტატია“თუ ვნახავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებს”