ალეკო ელისაშვილი: ვაპროტესტებთ და არ ვეგუებით, რომ არჩევნები მოგვპარეს

აქ არც აქციებისთვის მოვდივართ და არც გადატრიალებისთვის, მოვდივართ იმის სათქმელად, რომ არ შევეგუებით ჩვენთვის არჩევანის მოპარვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვაპროტესტებთ და არ ვეგუებით, რომ არჩევნები მოგვპარეს. გვეუბნებიან, რომ უნდა დავყაბულდეთ იმას, რასაც დაგვიწერს ეს სამარცხვინო ადამიანი თამარ ჟვანია მის სამარცხვინო ცენტრალურ საარჩევნო ადამინისტრაციასთან ერთად, ჩვენ ამას არ ვეგუებით. ამიტომ, უნდა მოვიდეთ აქ. აქ არც აქციებისთვის მოვდივართ და არც გადატრიალებისთვის, მოვდივართ იმის სათქმელად, რომ არ შევეგუებით ჩვენთვის არჩევანის მოპარვას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს, პარლამენტის წინ ოპოზიცია აქციის გამართვას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ოპოზიციის აქციაზე: მათ გეგმებს, გარდა კოვიდის გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: საელჩოების მოწოდებაა, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სადაო საკითხს მოეფინოს ნათელი, მზად ვართ, ეს მოწოდება გავითვალისწინოთ