ალეკო ელისაშვილი – უკან არ დავიხევ, არავის არაფერს შევარჩენ, არ მეშინია

თბილისის საკრებულოს დეპუტატი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა.

ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ მან პროკურატურას 7 საათის განმავლობაში დეტალური ჩვენება მისცა და მიუტანა ტელეფონი, რომელშიც იყო მესიჯები.

ელისაშვილი ამბობს, რომ ტელეფონში იყო მესიჯები, რომელიც ვიზუალურად ჩანს და არის ისეთებიც, რომლის ნახვაც მეხსიერებაშია შესაძლებელი.

“ეს მესიჯები არის ერთი დეტალი ძალიან დიდი ბინძური საქმის. კატეგორიული ტონით იყო მოთხოვნა, როგორ გვაიგნორებ და როგორ არ გაგაქვს განხილვისთვისო. მე ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე პრეზიდენტს და ზვიად ქორიძეს ვესაუბრე. პოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა პროკურატურა. მესმის ციტატები ჩემი ჩვენებიდან, რომელსაც პოლიტიკოსები ახმოვანებენ. მერე ეს განცხადება. მე მინდა, ვთხოვო პრეზიდენტს, დაადასტუროს ან უარყოს, წავაკითხე თუ არა მესიჯები, გავაცანი თუ არა, ესეც თქვას. ვთხოვ ადამიანურად.

“ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გზას დაადგა. ეს ძალიან ბინძური საქმეა. ყველანი დაირაზმნენ ალეკო ელისაშვილის და ჩემი ტელეფონის წინააღმდეგ. მე არ მეშინია იმიტომ, რომ მართალი ვარ. მე უკან არ დავიხევ. არავის არაფერს არ შევარჩენ,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტს ეს მესიჯები საკუთარი თვალით აქვს ნანახი
შემდეგი სტატია,,დღეს თუ არა ხვალ მივუჩენ ბინძურ პოლიტიკოსებს თავიანთ ადგილს”