ალეკო ელისაშვილი : წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ერთად ვისხედით გუშინ

admin
ავტ.: admin ნოემბერი 15, 2019 13:49

ალეკო ელისაშვილი : წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ერთად ვისხედით გუშინ

ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა, რომ პროპორციული სისტემით ჩაეტარებინათ არჩევნები და ამიტომ ჩააგდეს კანონპროექტი, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა მთელი მსოფლიო გადააგდო.

„გუშინ იმ ოთახში მართალა სხვა ვითარებაში რომ ვყოფილიყავით, შემოვულაწუნებდით ერთმანეთს, წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ვისხედით ერთად. ცალკე აღებული არც ერთ პარტიას არ შესწევს უნარი გადააყენოს მთავრობა. ეს არის ოპოზიციის ერთჯერადი გაერთიანება ივანიშვილი, რომ ხელისუფლებიდან გავუშვათ. ჩვენი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა, რომ პროპორციული სისტემით ჩაეტარებინათ არჩევნები და ამიტომ ჩააგდეს კანონპროექტი. ჩვენი, ოპოზიციის მიზანია დავანგრიოთ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი. ივანიშვილი არჩევნებს ნებისმიერ შემთხევაში წააგებს. ახლა ხელისუფლების წევრები თვითგადარჩენის რეჟიმში არიან და ჩემთვის წარმოუდგენელია დილით გაიღვიძონ და უცბად გერმანულ მოდელზე გადასვლა მოიფიქრონ. თუ არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, მიიღებენ სახალხო მღელვარებასა და რევოლუციას. რევოლუციის შემთხევაში იქნება ძვლების მტვრევა, რაც ძალიან არ მინდა. რევოლუცია ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 15, 2019 13:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics