ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ტყუილში ამხელს

„რახანია ვამბობ, რომ მერია გაიხრწნა კორუფციით და ეს კიდევ ერთი დასტურია,“ – ასე ეხმიანება თილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილის მერიის მაღალჩნოსნის, ოთარ აბესაძის დაკავებას.


ამასთან, ელისაშვილი მერიას ტყუილში ადანაშაულებს და „ფეისბუქზე“ წერს: „მერია უსინდისოდ იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო – ის იყო თბილისის მერის პირადი წარმომადგენელი საკრებულოში. სირცხვილია ასეთი ტყუილების თქმა სახალხოდ. მექრთამეობის რომ აღარც სცხვენია „ქართულ ოცნებას“ და მათი მართვის ჩვეულებრივი სტილი რომაა, ამაზე უკვე ლაპარაკიც არ ღირს. უნდა გავუშვათ ესენი ოქტომბერში!!!“

banner
წინა სტატიაშიაბესაძეს საკრებულოს თავმჯდომარეობა სურდა, რაც კალაძეს არ აწყობდა-მელია
შემდეგი სტატიაფეთჰულაჰ გიულენი: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″