ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს – რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ? – გამაოგნებელი არხეინობაა რეზერვთან დაკავშირებით

რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?, – აღნიშნული კითხვით საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “ლენდ ლიზი“ ისტორიული შესაძლებლობაა.

“ძალიან იშვიათად ხდება – ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, – მიმართა თავდაცვის მინისტრს ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, “გამაოგნებელი არხეინობაა რეზერვთან დაკავშირებით“.

გარდა ამისა, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, გასაძლიერებელია მოხალისეთა კომპონენტი – თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული გვარდია ტერიტორიული თავდაცვის ძალების მომზადებას ძალიან ენერგიულად უნდა ახორციელებდეს.

“იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს მოხდა, რაც ყარაბაღში მოხდა და რაც უკრაინაში მოხდა, შარშან რომ რეზერვში 800 კაცი მოვამზადეთ, ეს კატასტროფაა. ყველას პატივი, ვინც წვრთნა გაიარა, მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტად არის ძალისხმევა გასაზრდელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მინისტრის მისამართით.

banner
წინა სტატიაშიფოტიგა არის ერთ – ერთი ლობისტი, შეიძლება დავალების მიმცემიც – არ ვლაპარაკობდი შემთხვევით, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ომის დაწყებას არ დავუშვებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია და შარლ მიშელს ხვდება