ალეკო ელისაშვილი: სიტყვა-სიტყვით არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახური კორუფციის ჭაობად რჩება

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ასაჯაროებს.

დასკვნის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, თბილისის ბიუჯეტს თითქმის ნახევარმილიონიანი ზარალი მიადგა.

„სიტყვა-სიტყვით არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახური იყო და რჩება კორუფციის ჭაობად, რომ არქიტექტორის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო არის ჩაწყობისა და ბანდიტიზმის ბუდე. პროექტის ავტორები პირდაპირ საკუთარი განაშენიანების გეგმებს ამტკიცებენ და კბილებით გააქვთ. აქ მითითებულია კიდეც ვინ, როგორ, რანაირად.

შემიძლია გითხრათ, რომ 402 ათასი ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს შეგნებულად. არქიტექტურის სამსახურის მიერ შეგნებულად მოხდა კოეფიციენტების არასწორი დათვლა. 10-სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6 სართულიან შენობად, ვითომ 4 სართული იყო მიწისქვეშა სადგომი და სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ფართი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტი პროკურატურაში იგზავნება და გამორიცხული არ არის, რომ თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორის დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

სულხან ცინცაძის N63-ში დაგეგმილ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებდა. მათ მერიის წინააღმდეგ, სარჩელი აქვთ შეტანილი.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიააფეთქება ჭიათურის მაღაროში – დაშავდა 2 მუშა