ალეკო ელისაშვილი : სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

„არ გაბედოს ხელისუფლებამ, პროპორციული სისტემის ჩაგდება. იმიტომ, რომ მიიღებენ უბრალოდ რევოლუციას და ხალხის აჯანყებას“, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ეს ქვეყანა არ არის სათამაშო და უკვე მოთმინების ყველანაირი ფიალა ამოიწურა. რა თქმა უნდა არანაირი დიდი წარმოდგენა არ მაქვს დიმიტრი ხუნდაძეზე ან ლურსმანაშვილზე, რომელიც ახლა ოთხი წლის თავზე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე დეპუტატი ყოფილა. ვერ გაბედავდნენ ისინი ნიშნის მოგებითა და პოზით საუბარს, არიქა და პროპორციული სისტემა დაანგრევს ქვეყანას და ცუდი იქნება. რა თქმა უნდა ისინი ლაპარაკობენ ივანიშვილს სათქმელს და ბიძინამ უბრალოდ დაზვერა ჩვენი მოთმინება. სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტი პროპორციული სისტემას არ მიიღებს, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილის კომენტარს „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე : მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მეცნიერი, მაგრამ იყო უსუსტესი მინისტრი
შემდეგი სტატიასრულიად უადგილოა კამათი, რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, რადგან პროპორციულზე გადასვლა კონსტიტუციაში უკვე წერია