ალეკო ელისაშვილი საბურთალოზე-14 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ალეკო ელისაშვილმა, საბურთალოზე, ცინცაძის 85-ში მცხოვრები ქუჩის მოსახლეობასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა.

ელისაშვილის განცხადებით, არქიტექტურის სამსახურმა 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება უკანონოდ გასცა.

ამასთან, მისივე განცხადებით, მშენებლობისთვის აუცილებელი გეოლოგიური დასკვნა არ არსებობს და ღნიშნული კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ელისაშვილმა არქიტექტურის სამსახურს მიმართა და აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გაუქმება მოსთხოვა .

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსი, გავაძლიეროთ სოფელი
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს