ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი მისი მისამართით განხორციელებული თვალთვალის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ალეკო ელისაშვილი წერს:

„მუშაობს ჩვენი პროკურატურა – თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ჩემს სტატუსსა და კომენტარზე ხვალ, 2 საათზე დამიბარეს მთავარ პროკურატურაში. დეტალებს მათ მოვახსენებ. მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის.“- წერს ალექსანდრე ელისაშვილი

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი საქართველოში: ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო მოკავშირეა
შემდეგი სტატიარუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის ტურების გაუქმება დაიწყო