ალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტს ეს მესიჯები საკუთარი თვალით აქვს ნანახი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

elisashvilii“პრეზიდენტს ეს მესიჯები საკუთარი თვალით აქვს ნანახი,” – შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი, პროკურატურის განცხადებას, რომ მის მობილურში მესიჯები არ აღმოჩნდა, იმით პასუხობს, რომ მოწმედ პრეზიდენტი მოჰყავს.

გადაცემა არჩევანში ალეკო ელისაშვილმა საქმის დეტალები გაიხსენა და სთხოვა პრეზიდენტს, გამოვიდეს საჯაროდ და დაადასტუროს არსებული მესიჯები, რომელიც მან საკუთარი თვალით ნახა.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის უფროსს წავაკითხე მე ეს მესიჯები. ზვიად ქორიძემ წაიკითხა. ძალიან მარტივია ამ ამბის გამოძიება, სურვილის შემთხვევაში. მთელი დარტყმა ჩემზე მოდის. მე ვთხოვ პრეზიდენტს, რომ გამოვიდეს და თქვას, აქ მარტო ერთ მესიჯზე კი არ არის საუბარი. ბინძური ადამიანები ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას, რომ ძალიან მძიმე დანაშაულში გასამართლებული ადამიანები მე გამეტანა განსაკუთრებული წესით და ჩვენ ეს ადამიანები შეგვეწყალებინა. მე რომ ამ საქმეს ჩავხედე, გული გამისკდა,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს პროკურატურა პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა და მას არ სურს რეალური სიმართლის დადგენა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძისა და ელისო კილაძის დაპირისპირება ,,არჩევანში”
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – უკან არ დავიხევ, არავის არაფერს შევარჩენ, არ მეშინია