ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნებაყოფილ პოლიტპატიმრებს მინდა მივმართო, რომელთაგანაც არაერთი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია – რატომ მიიღეთ თქვენ თავზე ჩემი ნათქვამი? მე რამდენიმე ოდიოზურ ადამიანზე ვთქვი, რომლებიც ჩემი და არამარტო ჩემი ეჭვით სიაში ფულის გადახდის შემდეგ მოხვდნენ. განა გასაგებად არ ვამბობ – რამდენიმე ადამიანის სიაში მოხვედრა იწვევს ეჭვს და არა ყველასი. ვისაც მე პატივს ვცემდი და ვცემ იმათ მინდა ვთხოვო – მაცალეთ არაპოლიტპატიმრებთამ, არამედ სხვა მსჯავრდებულებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმე მივიყვანო ბოლომდე. ნუ, მაფიქრებინებთ რომ თქვენ ფასადად გიყენებენ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას. ამ კამპანიის მიზანი ჩემი მთავარი ძალისხმევიდან ყურადღების გადატანაა, კამპანიას ორკესტრირებას კი სწორედ ის კუდამწვარი, აფოფინებული ბინძური პოლიტიკოსები უწევენ. დაფიქრდით მეგობრებო-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პოლიტპატიმრები თბილისის საკრებულოს დეპუტატისგან ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის შეურაცხმყოფელია ელისაშვილის განცხადება, რომ პოლიტპატიმრების სია ანგარებით არის შედგენილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა