ალეკო ელისაშვილი – პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს

ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია „მოქალაქეები“ დაფინანსებას არ აიღებს, სანამ ბოიკოტის რეჟიმშია.

„კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები, დაფინანსებას არ ავიღებთ. ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკო-მ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული, რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ, მგონი ლოგიკა უმარტივესია. ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები. ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი“, – აცხადებს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხელი მოეწერა 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს