ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია უკვე შესულია – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, პარტია მოქალაქეების პარლამენტში შესვლას ეხმაურება.
ბობოხიძის თქმით, ელისაშვილი უკვე დიდი ხანია შესულია პარლამენტში და მთავარი ის კი არ არის, თუ ვინ შევა პარლამენტში, არამედ ის, თუ ვინ გამოვა.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისათვის კარების გაღება ყოველთვის შეიძლება, თუმცა ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება და საუბარი პარლამენტში შესვლა- არ შესვლასთან დაკავშირებით.
„ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია უკვე შესულია და არა მარტო ალეკო ელისაშვილი, აქ მთავარი ის კი არაა, ვინ შევა პარლამენტში, მთავარია ვინ გამოვა პარლამენტიდან, იმიტომ, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, ოღონდ ალეკო ელისაშვილის და იოსელიანის გარდა დანარჩენებმა დაწერეს განცხადება გამოსვლაზე, უბრალოდ, ქართული ოცნება არ აკმაყოფილებს ამ განცხადებებს და დღევანდელი ეს სპეკტაკლიც დაიდგა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართულ ოცნებას სჭირდება მიზეზი, აუხლოეს სხდომაზე რატომ არ მოხსნის დეპუტატთა უფლებამოსილებას და იტყვიან, რომ ახალი წინადადება შევთავაზეთ ოპოზიციას და იმიტომ არ ვხსნით, რომ დავტოვოთ კარი მოლაპარაკებისათვისო.
კარები მოლაპარაკებისათვის ყოველთვის შეიძლება გავაღოთ, ოღონდ ამას არ სჭირდება სადეპუტატო უფლებამოსილება, ქართულ ოპოზიციას ხელისუფლებასთან არაფერი აქვს სალაპარაკო პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი გადაწეყვეტილი და დახურულია.
ქართული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთ რამეზე შეძლებს ილაპარაკოს ის, თუ როგორ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რასაც ჰქვია ხელისუფლების მიტაცება და ხელისუფლების მიტაცება და ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ამის ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის ხელახალი არჩევნები.“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: პარტია „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება ოპოზიციის არც გეგმებს და არც მოთხოვნებს ცვლის
შემდეგი სტატიამელაშვილი: დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის