ალეკო ელისაშვილი – ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“

“ბერიერის დაწევაც საკითხია. რა თქმა უნდა, აქ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბარიერზეც არის საუბარი. აი, აქ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, დანარჩენი ოპოზიციაც უნდა დაელაპარაკოს ხელისუფლება და გარკვეულ საკითხებზე მათაც უნდა იმუშაონ.

„ერთ რამეს ვიტყვი გულწრფელად – სამ საკითხზე თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ, საარჩევნო საკითხები წამოვიღეთ, ამაზე ვმუშობთ უკვე რამდენი ხანია. ორმა დეპუტატმა, ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატი გარეთ დარჩენილი და ისინიც შემოვიდნენ, ისინი დაელაპარაკონ, იმათმაც იმუშონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისასვილმა.

banner
წინა სტატიაშირას მოიცავს „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი
შემდეგი სტატიაელისაშვილი – საარჩევნო ცვლილებების პარლამენტში ინიცირება პირველ მარტამდე თუ არ მოხდება, როგორც შემოვედით, ისე გავალთ