ალეკო ელისაშვილი: “ოცნება” შეშინებული და ჩაფსმულია”

“ოცნება” შეშინებული და ჩაფსმულია, – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა.

“ერთი მხრივ, ვხედავთ შეშინებულ, ჩაფსმულ ხელისუფლებას, რომელსაც უამრავი პოლიციელი ჰყავს გამოყვანილი ისე ეშინია. აქეთ ვხედავთ გამბედავ ხალხს, რომელიც გამბედავ ბიჭს, ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს. წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება იმ დარბაზში, მაგრამ რახან ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. ეს არის დიდი შეცდომა. მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სია, შემდეგ ოქრუაშვილმა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრესსპიკერი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს, მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას
შემდეგი სტატიაბუღაძე: ზურა სერიოზული მოვლენაა და ეს იქნება, ფაქტობრივად, სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე