ალეკო ელისაშვილი – გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია

პოლიტიკის ფორმულაში სუმტრობისას, მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც დღეს საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.

“ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ”, – განაცხადა ელისაშვილმა, – “ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს”.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ოპოზიციის ბრალი, ელისაშვილმა განაცხადა:

“დიდწილად, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი”

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევს ესტუმრა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: თუკი ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს