ალეკო ელისაშვილი: ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ

“ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ. სხვები არ ვიცი, ნიკო ნიკოლაძეს ისინი ვერ გააცოცხლებენ და ექვთიმე თაყაიშვილს, რომ მთავრობაში მიიყვანონ და რაც იყო ალბათ ისევ ის იქნება და ერთი-ორი დეკორატიული ცვლილება იქნება. დღეს ითქვა, რომ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად მთავრობის გეგმა უნდა წარმოადგინონ და მაინტერესებს, ერთ დღეში რა პროგრამა დაწერეს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანის პარლამენტიდან მთავრობაში შესაძლო გადანაცვლებასაც შეეხო:

“თვითონაც არ მალავს წულუკიანი, რომ კულტურის მინისტრობა უნდა და აპირებს, ვნახოთ იქნება თუ არა ჩამონათვალში, თუმცა არ მგონია, რომ ქართულ კულტურას, რომელიც მძიმე დღეშია, წულუკიანის დანიშვნამ რამე ხეირი მოუტანოს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაLe Figaro: ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია