ალეკო ელისაშვილი : გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ

„ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილად, არც „ქართული ოცნება“ და არც ელჩები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული იმედი, რომ რაღაც შეთანხმება შედგება.

„შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ვერაფერზე და დავიშალოთ, ასე ჩვენ ჩვენს გზას გავუყევით, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ. „ქართული ოცნება“ მოდის თავისი პოზიციით, ჩვენ მივდივართ ჩვენი პოზიციით. გარკვეული კომპრომისები არის, რასაც სულ ცოტა ხანში გაიგებთ. კომპრომისები სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული უნდა იყოს. იმედი მაქვს, შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა გადის ახალ არჩევნებზე