ალეკო ელისაშვილი გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გარემოვაჭრეობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ელისაშვილმა უკვე დაწერა მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე და საკრებულოსთან ერთად მერიასაც მიმართავს.

“გარე ვაჭრობა ნებისმიერი ქალაქის ურბანული ელემენტია, მაგრამ განსხვავებით თბილისისგან იქ არის ძალიან მკაფიო წესები, რით შეიძლება ვაჭრობა და რით არა. თბილისში არსებობს მხოლოდ ერთი ფარატინა ქაღალდი, რომელშიც წერია 5 წინადადება და ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩამოვაყალიბეთ ზუსტი წესები. გარე ვაჭრობასთან ბრძოლა არის სიღარიბესთან ბრძოლა, ამიტომ ჩემი მოწოდებაა მერიისადმი და მე უკვე მივმართე საკრებულოს, რომ დაუყოვნებლივ შევქმნათ ჯგუფი და შევიმუშაოთ ძალიან მკაფიო წესები გარევაჭრობის მოწესრიგებისათვის”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. ამასთამ, დეპუტატი მზადაა სამუშაო ჯგუფს სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიაროს.

“თუ უახლოეს დღეებში გამოხმაურება არ იქნება, ჩემი ხედვია პრეზენტაციას გავაკეთებ, თუ როგორი უნდა იყოს თბილისში გარე ვაჭრობა”, – დასძინა ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა