ალეკო ელისაშვილი – ეთნიკურ უმცირესობებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უნდა გამარტივდეს

ეთნიკურ უმცირესობებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უნდა გამარტივდეს,- თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ეს განცხადება სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეხვედრაზე გააკეთა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში მერიაში ეთნიკური უმცირესობების მიერ დაკომპლექტებულ საბჭოს შექმნას აპირებს.

მერობის კანდიდატმა უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი გეგმები გააცნო და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ამ ქალაქში არავინ არ უნდა გრძნობდეს თავს დისკრიმინაციულად და დაჩაგრულად, უნდა არსებობდეს ინსტიტუციურად ეთნო სივრცეები, სადაც უმცირესობების წარმომადგენლებს ადვილად უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილების მიმღებს გაუზიარონ საკუთარი წუხილი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ პრემიერის მოწოდებას
შემდეგი სტატიაშინდისის გზაზე საკუთარ ავტომობილთან გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს