ალეკო ელისაშვილი: “ეს არის უსინდისობა და დანაშაული”

ალეკო ელისაშვილ

ნაციონალური მოძრაობის მიერ გასაჯაროებული თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს საკრებულოს ოპოზიციაში ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, ისანი-სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლისთვის თანხა გამოიყო.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიმღები აუცილებლად დასასჯელია.

„ეს არის უსინდისობა და დანაშაული, ეს არის აუცილებლად გამოსაკვლევი და დასასჯელია ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს, რატომ ფლანგავს ასე ფულს,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

სკანდალური დოკუმენტი

შეგახსენებთ, რომ  ნიკა მელიამ  თბილისის მერის მიერ ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, მერიის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. საუბარია თანხაზე, რომელიც ისანი-სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლისთვის გამოყო.

„ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოუყო 5000 ლარი, საიდანაც სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები უნდა ფინანსდებოდეს. ეს არის ცინიზმი და ნარმანიამ უნდა ახსნას რაამ გაამწარამ რამ გააკეთებინა ეს სისულელე და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი გერგედავა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატია“კობა გვენეტაძის მხარდაჭერა ეს არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებისადმი”