ალეკო ელისაშვილი : ელჩებთან მოლაპარაკების ოთახიდან დამარცხებული არავინ გამოვა, უბრალოდ ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან

ისტორიული მომენტია ის შეთანხმება, რადგან ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ელჩების მეშვეობით რაღაცები გამოვგლიჯეთ, რაც მარცხზე ნამდვილად არ მიუთითებს. თუ იმ მოლაპარაკებაზე ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები, თუ პატიოსანი საარჩევნო წესრიგი გვექნება, იქიდან ყველა გამარჯვებულები გამოვალთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა Facebook Live-ში განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების ოთახიდან არავინ დამარცხებული არ გამოვა, უბრალოდ ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან.

„ისტორიული მომენტია ის შეთანხმება, რადგან ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ელჩების მეშვეობით რაღაცები გამოვგლიჯეთ, რაც მარცხზე ნამდვილად არ მიუთითებს. თუ იმ მოლაპარაკებაზე ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები, თუ პატიოსანი საარჩევნო წესრიგი გვექნება, იქიდან ყველა გამარჯვებულები გამოვალთ, იმ ოთახიდან არავინ დამარცხებული არ გამოვა, უბრალოდ ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან, აი თან, რომ მანდატებს ხევენ და იქ მოლაპარაკებაზე წამოვლენ და ხელს მოაწერენ, თუმცა ესეც მათი არჩევანია, ეს კიდევ ჩვენი არჩევანია და მერე თქვენ გადაწყვიტეთ ვინ არის გამბედავი და ვინ არის ორჭოფი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე : პარლამენტში არ შევდივართ , ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებდით და მათ პრობლემა არ ჰქონიათ
შემდეგი სტატია„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“: მეათე მოწვევის პარლამენტი სრულყოფილად ვერ განახორციელებს მის უფლებამოსილებას