ალეკო ელისაშვილი: დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ხანდახან მეჩვენება, რომ “ცისფერი მთები” ელდარ შენგელაიამ დავით ნარმანიაზე და თბილისის მერიაზე გადაიღო, შაბიამნის პარტიაში არიან კაციშვილმა არ იცის რა ფუნქცია აქვთ, რისთვის არიან, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისს მერია დღეს არსებობს ფურცელზე და საბუღალტრო აღრიცხვაში.

„მე დღეს ნარმანიასთან კითხვები არ მაქვს. მაქვს ერთადერთი რჩევა, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ქალაქს სცეს პატივი და წავიდეს. აღიარება არის ყველაზე დიდ ვაჟკაცობა. გუშინდელი ნარმანიას ბოდიში იყო მისაღები და დასაფასებელი საქციელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ მესამდი საქმე. მეორე მხარეც აქვს ამას, რაც უფრო გააჯანჯლებს ნარმანია ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო სამარეს გაუთხრის „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა.

“ნარმანია დგას დიდი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნო პერიოდში საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“. პარტიის ყველა მაჟორიტარი წააგებს ნარმანიას გადამკიდე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენჰუას და ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ორი რუსი ტურისტი გაქურდეს – მოპარულია 10 ათასი ლარი