ალეკო ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

7nargamas6l9rp2საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ”პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „მაესტროს ფაქტორის“ პირდაპირ ეთერში მოხდა.

ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, რაზეც სოსო მანჯავიძემ მას მოუწოდა, კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა.

„ასეთი ტიპის ბრალდებაზე რეაგირება არც უნდა იყოს. რას ნიშნავს შენ ხარ მექრთამე, რადგან ჩემი ლოგიკური მსჯელობით ეს დავადგინე?! ეს ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ?! ეს ნორმალური თანაცხოვრების წესია?! ეთერში ნუ ძველბიჭობ, შენი საძველბიჭო მალე დასრულდება“, – აღნიშნა მანჯავიძემ, რის შემდეგაც ელისაშვილმა მას „პარტიიდან გამოგდებული უწოდა“.

„ჭკუას ნუ მასწავლი. პარტიიდან გაგდებული ხალხის ჭკუის დარიგება არ მჭირდება. პარტიიდან არ გაგაგდო ინაშვილმა?! ფული შემიჭამა, რა არამზადააო, არ ამბობდა?! და ეს კაცი ჭკუას მარიგებს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება