ალეკო ელისაშვილი: ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და არ ვაპირებთ, ფარ-ხმალი დავყაროთ

მიხეილ ყაველაშვილის გუშინდელი ამაზრზენი და უზნეო შეთავაზება ნიშნავს, რომ ეშინიათ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის, ეშინიათ დიდ ქალაქებში მარცხის, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აუცილებლად გააკეთებს იმას, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“ და შედის საარჩევნო ბრძოლაში.

„როგორც ჩანს, სუს-მა უთხრა „ქართულ ოცნებას“ და იმ ცალტვინა პრეზიდენტს, უფრო სწორად, თავის თავს პრეზიდენტს რომ ეძახის, იმ კაცს, რომ ჩვენ დღეს გადაწყვეტილი გვქონდა, 13:00 საათზე გვექნებოდა პრეზენტაცია, ამ განცხადებას გავაკეთებდით და უნდოდათ ამ პოზიციის დაზიანება. ყაველაშვილის ეს განცხადება, ამაზრზენი და უზნეო შეთავაზება ნიშნავს, რომ ეშინიათ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის, ეშინიათ მარცხის დიდ ქალაქებში. ეს არის ფაქტი. გუშინდელი განცხადება არის ამის დასტური. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“. ჩვენ შევდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ვიცით, ეს არ არის იოლი გასეირნება, არავინ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ ამ საარჩევნო პერიოდში, პირიქით, ვიცით, რომ დიდი რეპრესიები იქნება, ზეწოლა იქნება, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენი წინაპრები ბრძოლაში ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და მტერს ზურგს არ აჩვენებდნენ. იმავეს ვაპირებთ ჩვენც. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და არ ვაპირებთ, ფარ-ხმალი დავყაროთ. ჩვენი გადასახედიდან, ბოიკოტი არაფერი არ არის, ჩვენ ვირჩევთ არა არაფერს, არამედ ვირჩევთ ბრძოლას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – საქართველოს ბედს ნამდვილად არ განსაზღვრავს, რას იზამს ოთხპროცენტიანი „ლელო“, ისტორიამ განსაჯოს, სუსტები არიან თუ მოღალატეები, ჩვენ საქმეს მივხედოთ